მკვლელობა ქარელის რაიონის სოფელ დირბში - 1996 წელს დაბადებულმა პირმა სიძე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლა. მამაკაცი მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ ბრალდებული უკვე დააკავა, ნივთმტკიცებად ამოღებულია მკვლელობის იარაღი - ცული. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 7 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.