logo
ENG



ახალგაზრდა მოცარტის პორტრეტი შესაძლოა მილიონ 200 ათას ევროდ გაიყიდოს

13 ნოე 201909:01
3 წუთის საკითხავი
 
24dw8j6x0jldi7n.png

ახალგაზრდა მოცარტის პორტრეტი კრისტის აუქციონზე შესაძლოა მილიონ 200 ათას ევროდ გაიყიდოს. ხელოვნების ნიმუში იმ ოთხ პორტრეტთაგან ერთ-ერთია, რომელიც ავსტრიელი კომპოზიტორის სიცოცხლეშია შესრულებული. ნახატზე ამადეუს მოცარტი საკრავზე უკრავს. ტილო ვენეციელმა გენერალმა მას შემდეგ შეუკვეთა, რაც ვერონაში ვირტუოზი პიანისტის კონცეტრს დაესწრო. კლასიკოსი ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში 1756 წელს დაიბადა. ის 35 წლის ასაკში გარდაიცვალა. აუქციონის სახლი ნამუშევრის გაყიდვას პარიზში, 27 ნოემბერს გეგმავს.


close დახურვა