ოკუპირებულ ახალგორში ჭაში ჩავარდნილი ქალის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანასთან დაკავშირებით, ცხელი ხაზი ამოქმედდა. როგორც "ფორმულას" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ცხელი ხაზი უკვე გააქტიურებულია.
„გააქტიურებულია ცხელი ხაზი მოქალაქის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის მოთხოვნით“,-აცხადებენ სუს-ში.
თავად ქალი ამ ეტაპზე ოკუპირებულ ცხინვალშია გადაყვანილი და არ ეძლევა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორაზე გადმოსვლის საშუალება. როგორც მისი ოჯახის წევრი ჰყვება, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობები.
ოკუპირებულ ახალგორში 60 წლამდე ასაკის ქალი შვიდი მეტრის სიღრმის ჭაში დღეს ჩავარდა.