logo
ENG



ახალი ლიდერების ინიციატივის დირექტორი: ვირუსი გახდა პოლიტიკური ბრძოლის საბაბი

28 მარ 202017:58
3 წუთის საკითხავი
 

მოძრაობა „ახალი ლიდერების ინიციატივა“ ზუგდიდში მომხდარი ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ისინი საქველმოქმედო აქციას ატარებდნენ, რომლის მშვიდად ჩატარებაზე სამართალდამცველებს უნდა ეზრუნათ, თუმცა ადგილზე მხოლოდ 3 პოლიციელი იმყოფებოდა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს იმ ადამიანების ფოტოები წარმოადგინეს, რომლებსაც, მათი თქმით, პროვოკაციის მოწყობა სურდათ. ორგანიზაციის დირექტორის თქმით, საქველმოქმედო აქციის გამო ჯარიმა, ხელისუფლების მხრიდან ქველმოქმედების წინააღმდეგ ბრძოლის მაგალითია.

მოძრაობის წევრთა განცხადებით, სამართლიანობისათვის თბილისის მერიც უნდა დაჯარიმდეს,  რადგან 10 კაცზე მეტი ადამიანის შეკრების მოთხოვნა,  მანაც დაარღვია.

"ჩვენ ზუგდიდშიც, ისევე როგორც სხვა რეგიონებში, დასახმარებლად მივმართეთ სამართალდამცველებს, რათა პირბადეები დარიგებულიყო, მაგრამ ისინი გვერდში არ დაგვიდგენენ. გვეგონა, რომ ვირუსი არ გახდებოდა პოლიტიკური ბრძოლის საბაბი, რაც რეალურად მოხდა. სამწუხაროდ, ჩვენ ვართ ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც დაჯარიმდა. ამ ლოგიკით უნდა დაჯარიმდეს კახა კალაძეც. ჩვენ ვითხოვთ საქმის გამოძიებას", - აცხადებს კრისტინა ჰუშოუი.


close დახურვა