მაჭავარიანის ქუჩისა და გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა 2020 წლის გაზაფხულზე დასრულდება. პროექტის მიხედვით, 112-ის ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან ჩამოსასვლელი გზა სუპერმარკეტ „აგროჰაბსა" და ყოფილ „მათე მოტორსს" შორის გაივლის და მარშალ გელოვანის გამზირს დაუკავშირდება.
„ახალი პროექტი მოგვცემს საშუალებას, რომ კიდევ უფრო განიტვირთოს მოძრაობა და დამატებითი ახალი პროექტი განხორციელდეს ამ გზის სახით, რომელიც დაახლოებით 15 მილიონი ჯდება. პროექტი გაზაფხულზე უნდა დასრულდეს“ - განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.
ბეტონის ახალი გზა 4-ზოლიანი იქნება და ის 15 მილიონი ლარი დაჯდება.