პარლამენტში შესული ოპოზიცია ახალ ფრაქციას ქმნის - სტრატეგია აღმაშენებლის სამ დეპუტატთან ერთიანდება: ხათუნა სამნიძე, ტარიელ ნაკაიძე და ზურაბ ჯაფარიძე.
გირჩის დამფუძნებელი პარლამენტში დროებითაა და ამბობს, რომ ფრაქციაში შესვლით კოლეგებს შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულებაში ეხმარება. ფრაქციას ასე ერქმევა - შარლ მიშელის თანხმობის ჯგუფი. საჭიროა კიდევ ერთი მანდატი, ვინ შეუვსებს ფრაქციისთვის აუცილებელ რაოდენობას გიორგი ვაშაძის ინიციატივით შექმნილ ერთობას, ჯერ უცნობია.