logo
ENG



ახალი წელი მსოფლიოში

01 იან 202319:59
3 წუთის საკითხავი
 

"ვისურვოთ დღესასწაულები? უკრაინელები დიდი ხანია, თავად ქმნიან სასწაულებს. ვისურვოთ ნამდვილი მეგობრები? ჩვენ უკვე დიდი ხანია, ზუსტად მივხვდით, ვინ არიან ისინი. ვისურვოთ წრფელი სიყვარული? ამ წელს ჩვენ ეს შევიგრძენით, როგორც არასდროს? ვისურვოთ რწმენა და იმედი? დიდი ხანია ორივე ჩვენს შეიარაღებულ ძალებშია. ვისურვოთ სიმყუდროვე ოჯახებში? ის იქ არის, სადაც ჩვენ და ჩვენი ახლობლები არიან. ვისურვოთ სინათლე? ის თითოეულ ჩვენგანშია მაშინაც კი, როცა ელექტროენერგია არ გვაქვს. ვისურვოთ თავგადასავლები და მოგზაურობა? უკრაინელებმა ეს საკმარისად გამოცადეს, ასე რომ, დღეს მხოლოდ ერთი სურვილი გვაქვს და ის ახდება არა სასწაულით, არამედ ჩვენი შრომით, ბრძოლით, ურთიერთდახმარებით, ადამიანობით, გილოცავთ ახალ წელს, ჩვენი გამარჯვების წელს" - ამ სიტყვებით მიულოცა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2023 წელი გმირ უკრაინელ ერს.


close დახურვა