ახალქალაქში, სოფელ კუმურდოსთან ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანია დაშავებული.
როგორც "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.