logo
ENG



ახალქალაქში დეპუტატ მკოიანის სახლთან ორმხრივი სროლა იყო

26 მარ 202017:42
3 წუთის საკითხავი
clock 563

ორმხრივი სროლის ხმა ისმოდა ახალქალქის ცენტრში.  სროლა მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის სახლთან იყო.  არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავეულების შესახებ. „ფორმულას“ ინფორმაციით საქმე ძველ გარჩევას ეხება, როდესაც ერთმანეთს მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანისა და ყოფილი მაჟორიტარის სამველ პეტროსიანის მომხრეები დაუპირისპირდნენ.

რამდენიმე თვის წვინ მკოიანის ძმასა და პეტროსიანის შვილის დაპირისპირებას ხმაური მოყვა. საქმე სასამართლოშიც გაგრძელდა. ახალქალაქში ვარაუდობენ რომ დღევანდელი გარჩევა სწორედ ძველი დაპირისპირების გაგრძელებაა. შინაგან საქმეთა სამინისტროში დეტალებს მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით არ ადასტურებენ. 


close დახურვა