logo
ENG



ახალქალაქში ენმ-ის წევრი პოლიციას შვილის ცემაში ადანაშაულებს

25 დეკ 202020:33
3 წუთის საკითხავი
 

ახალქალაქში ნაციონალური მოძრაობის წევრი, მელიქ რაისიანი სამართალდამცველებს მისი შვილის ცემაში ადანაშაულებს. კარლო რაისიანი ასევე ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატის აშოტ რაისიანის ძმაა. 

როგორც რაისიანი ამბობს, პოლიციამ მისი შვილი კომენდანტის საათის დარღვევის გამო დააკავა, თუმცა, რაისიანი ამბობს, რომ ოქმის არქონის გამო, ის განყოფილებაში გადაიყვანეს. 

რაისიანი აღნიშნავს, რომ განყოფილებაში მიყვანის შემდეგ, მას ფიზიკურად 5 პოლიციელი გაუსწორდა.

"როცა პოლიციაში მივიდნენ, ჩემს შვილს აგრესიულად მოექცნენ - ბორკილები დაადეს, სცემდნენ, სისხლი წამოუვიდა. 5 პოლიციელი მუხლებით ზედ შედგა. პოლიციელს კი პრეტენზია იმაზე ჰქონდა, რატომ დაესვარა ფორმა. ჩემი შვილი ეუბნებოდა: ასე რატომ მექცევით-ო. როცა ადვოკატი დაინტერესდა თუ რატომ იყო სისხლით დასვრილი, უთხრეს, რომ ჩემმა შვილმა თვითდაზიანებები მიიყენა", - განაცხადა მელიქ რაისიანმა ფორმულასთან საუბარში. 

აღნიშულ საქმეზე დანიშნულია ექსპერტიზა, რომელმაც უნდა დაადგინოს, იყო თუ არა ძალადობა. 


close დახურვა