logo
ENG



ახალქალქის ცენტრში საკრებულოს წევრს ესროლეს

26 მარ 202020:25
3 წუთის საკითხავი
clock 624

ორმხრივი სროლის ხმა ისმოდა ახალქალაქის ცენტრში. ოპოზიციის ადგილობრივ ლიდერს და საკრებულოს წევრს ესროლეს, ადგილზე კრიმინალისტები ახლაც მუშაობენ. სროლა მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის სახლთან იყო.

„ფორმულას" ინფორმაციით, საქმე ძველ გარჩევას ეხება, როდესაც ერთმანეთს მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანისა და ყოფილი მაჟორიტარის სამველ პეტროსიანის მომხრეები დაუპირისპირდნენ. რამდენიმე თვის წინ მკოიანის ძმასა და პეტროსიანის შვილის დაპირისპირებას ხმაური მოყვა. საქმე სასამართლოშიც გაგრძელდა.

ახალქალაქში ვარაუდობენ რომ დღევანდელი კრიმინალური გარჩევა სწორედ ძველი დაპირისპირების გაგრძელებაა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო ორი მუხლით, რომელიც ითვალისწინებს ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას.


close დახურვა