logo
ENG



ახვლედიანი: სრულად ვუჭერ მხარს დოკუმენტის სულისკვეთებას

19 აპრ 202115:42
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველოს სიის მე-4 ნომერი არმაზ ახვლედიანი ამბობს, რომ შარლ მიშელის შემოთავაზებული ახალი დოკუმენტის სულისკვეთებას სრულად უჭერს მხარს.

როგორც ახვლედიანმა ფორმულას გადაცემა კომენტარში ისაუბრა, საქართველოში ერთპარტიული მმართველობა უნდა დასრულდეს.

"სრულად ვუჭერ მხარს ამ დოკუმენტის სულისკვეთებას, სრულად ვუჭერ მხარს შეერთებული შტატებისა და ევროპის კავშირის ამ წარმოუდგენელ ძალისხმევას საქართველოსთვის და ვხედავ ამის მიღმა ერთი მხრივ იმას, რომ საქართველომ უნდა დაასრულოს, პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსების მონაწილეობით, ერთპარტიული მმართველობა, მაგრამ უნდა შევქმნათ სწორი, გამართული, ადამიანზე ორიენტირებული სამართლიანი სისტემა", - თქვა ახვლედიანმა.

დასავლელმა მედიატორებმა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას მოლაპარაკების მიღწევის მიზნით ახალი დოკუმენტი 18 აპრილს შესთავაზეს.

მასში, კრისტიან დანიელსონის წინადადებისგან განსხვავებით, ნახსენებია რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი. 

  • ახალ წინადადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 
  • რომ ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი - 0%-დან 2%-მდე. 
  • და რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.  

რა წერია მედიატორების შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტში, წაიკითხეთ აქ.


close დახურვა