logo
ENG



ახმეტაში ცეცხლი გაჩნდა საცხოვრებელი სახლში, სადაც მიცვალებული ესვენა

11 აპრ 202111:57
3 წუთის საკითხავი
 
ახმეტაში ცეცხლი გაჩნდა საცხოვრებელი სახლში, სადაც მიცვალებული ესვენა
ფოტო: ფორმულა

ახმეტაში გაჩენილი ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის ნაწილი ადამიანის ცხედართან ერთად დაიწვა. შემთხვევა წუხელ უტას დასახლებაში მოხდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ცხედარი სახლის მეორე სართულზე იყო დასვენებული. ხანძარი, სავარაუდოდ, მიცვალებულთან ანთებული სანთლიდან გაჩნდა. დაიწვა მაცივარი, რომელშიც მიცვალებული ესვენა. 

დამწვარია სახლში არსებული საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი. ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო- სამაშველო ბრიგადა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.


close დახურვა