logo
ENG



ბაგები-წყნეთის გზაზე მოძრაობა განახლდა, მერიამ იქ დამცავი კედელი ააშენა

26 მარ 202110:01
3 წუთის საკითხავი
 

დღეს, 26 მარტის დილიდან ბაგები-წყნეთის გზაზე საავტომობილო მოძრაობა განახლდა. თბილისის მერიამ იქ მიწის გასამაგრებლად დამცავი კედელი ააშენა. სამუშოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

მეწყრულ ზონაში მიწა გუშინ ჩამოიშალა, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა 11 საათით გადაიკეტა. მერიაში ამტკიცებენ, რომ დამცავი კედელი სამომავლოდ ჩამოშლილი მიწის შეკავებას შეძლებს.

თბილისში კიდევ ერთი მეწყრული ზონა ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზასთან 18 მარტს გამოვლინდა. 

ფორმულას ინფორმაციით, თბილისის მერია მეწყრული პროცესების შესახებ სექტემბერშივე იყო ინფორმირებული, ხოლო ნაპრალების გაჩენის შესახებ თბილისის მერს 1 მარტს ჰქონდა ინფორმაცია.

ფერდობზე ნაპრალების ამსახველი ფოტო ინტერნეტით, Forum.ge-ზე გავრცელდა. ამის მიუხედავად, ადგილზე მძიმე ტექნიკის გამოყენებით გზის დაგების სამუშაოები ისევ გრძელდება. 


close დახურვა