ბაგრამის ავიაბაზასთან კვლავ სროლის ხმა იმის.
კოალიციის ძალები რამდენიმე საათიანი თავდასხმის შემდეგ წმენდით ოპერაციას ატარებენ.
სამი თავდამხმელი ლიკვიდირებულია, ერთი კი ბაზის ტერიტორიაზე დააკავეს.
თავდასხმა დილით მოხდა. ბაგრამის ავიაბაზასთან ახლოს მდებარე საავადმყოფოსთან ტერორისტებმა ჯერ დანაღმული მანქანები ააფეთქეს, შემდეგ კი ცეცხლი გახსნეს. რამდენიმე თავდამსხმელი ბაზის ტეროიტორიაზეც შეიჭრა. კოალიციის ძალებმა ადგილობრივებს სახლების დატოვება უბრძანეს, რადგან ტერორისტების წინააღმდეგ ავიაციის გამოყენება გადაწყვიტეს.
თვითმხილველთა ცნობით თავდამსხმელები ავიაბაზის მიმართულ;ებით რაკეტებსა და ყუმბარებს ისროდნენ. თავადასხმაზე პასუხისმგბელობა თალიბანმა აიღო, რომელიც ირწმუნება, რომ მისმე მებრძოლებმა ამერიკელების ბაზას დიდი ზიანი მიაყენეს.
შეგახსენებთ, რომ შეტაკების დროს 80-მდე ადამიანი დაშავდა, მათ შორის 5 ქართველი სამხედრო მოსამსახურე. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი უკვე აგრძელებენ საქმინობას.