logo
ENG



ბადრი ჯაფარიძე: ხმების დაკლების გამო საბიუჯეტო დაფინანსების არმიღება, არალოგიკურია

27 ნოე 202013:59
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/27/fl111kta5ym58ay.jpg

ლელო საქართველოსთვის ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა, რომ ხმების დაკლების გამო პარტიის მიერ საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარის თქმა, ალოგიკურია.

"ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ დაგვაკლეს ხმები, ხომ არ ვამბობთ, რომ მოგვიმატეს ხმები? მით უმეტეს, თუ ხმებზე დაყრდნობით ხდება გაანგარიშება, ლოგიკურად, მეტი დაფინანსება უნდა მიეღოთ პარტიებს. ამიტომ, ეს ლოგიკა არ მუშაობს. თუ ვამბობთ, რომ გაყალბდა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ხმები დაგვაკლეს. ამიტომ, იმის გამო, რომ ხმები დაგვაკლეს, ამის გამო არ მივიღოთ დაფინანსება, არალოგიკურია", - აცხადებს ჯაფარიძე.

თუმცა, ჯაფარიძის თქმით, თუ პარტია ბოიკოტის რეჟიმში დარჩება, ის არ ეთანხმება, რომ ლელომ საბიუჯეტო დაფინანსება უნდა მიიღოს.

"თუ კი ლელო საქართველოსთვის დარჩება ბოიკოტის რეჟიმში, არ შევა პარლამენტში და არ მიიღებს მონაწილეობას ამ პარლამენტის მუშაობაში, მაშინ არ დავუჭერდი მხარს ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღებას, მაგრამ არის პარტიის შიგნით განსხვავებული მოსაზრებები და ვნახოთ როგორ წარიმართება მსჯელობა", - განაცხადა ჯაფარიძემ. 

ცნობისთვის, საბიუჯეტო დაფინანსების მისაღებად ცესკო-ს 9 პოლიტიკურმა პარტიამ მიმართა. ესენი: ქართული ოცნება, საარჩევნო ბლოკში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია შემავალი 5 პარტია, ევროპული საქართველოგიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელში გაერთიანებული ორი პარტია.

დაფინანსების მოთხოვნით ცესკო-სთვის არ მიუმართავთ გირჩს, ლეიბორისტულ პარტიას, ლელოს, მოქალაქეებსა და პატრიოტთა ალიანსს.


close დახურვა