„ჩვენ გვაერთიანებს ღირებულებები,“ - ამის შესახებ განცხადებას საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ წევრი ბადრი ჯაფარიძე გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ აკეთებს.
ის ახალი პოლიტიკური ალიანსის მიზნებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათი მიზანია შექმნან საკონსულტაციო პლატფორმა, რომლის მიზანიც არა კონფრონტაციაა, არამედ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა და გამოსავლის მოძებნაა.
„ჩვენ გვაერთიანებს ღირებულებები. დღევანდელი განცხადება ემსახურება შემდეგ მიზანს, რომ ჩვენ შევქმნათ საკონსულტაციო პლატფორმა, როდესაც ადამიანები, მოძრაობა და პოლიტიკური პარტია საუბრობენ ისეთ თემებზე, როლის მიზანიც არა კონფრონტაცია, არამედ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა და გამოსავლის მოძებნაა. ჩვენ დამთხვევა გვაქვს ღირებულებებში და ეს ქმნის იმის განცდას, რომ ასეთი პლატფორმა იქნება ძალიან პროდუქტიული“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს მამუკა ხაზარაძის პოლიტიკური პარტნიორები გახდა ცნობილი. დავით უსუფაშვილი და ფიქრია ჩიხრაძე. „ლელო“, „შენების მოძრაობა“ და „ახალი მემარჯვენეები“ პოლიტიკურ ალიანსს ჰქმნიან.