logo
ENG



ბავშვების დასვენების გეგმები და სოფლის მადლი დროებაში

21 ივნ 202020:13
3 წუთის საკითხავი
 

არაჯანსაღი გარემო განსაკუთრებით ორსულებსა და ბავშვებს აზიანებს. სუფთა ჰაერი და მზის სხივები ბავშვის ორგანიზმის გაჯანსაღების უალტერნატივო გზაა.  მიუხედავად იმისა, რომ ქალაქიდან გაყვანა და რომელიმე ცნობილ კურორტზე ბავშვების  წაყვანა საკმაოდ დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული, საქართველოში მშობლები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ შვილები ასეთ გარემოში 2- კვირიანი დასვენებით მაინც უზრუნველყონ.

ცნობილი კურორტები კარგია, მაგრამ რას ვუწუნებთ მის ალტერნატივას - თვეობით სოფლებში ბებია-ბაბუებთან გამოზაფხულება, სუფთა ჰაერსა და გარემოში ყოფნასთან ერთად ადგილობრივ ბავშვებთან მეგობრობა, თევზაობა,  შინაურ ცხოველებთან და ფრინველებთან ურთიერთობა, საოცარი მითებისა და ლეგენდების მოსმენა, შეშინებულსა და სიცხიანზე ბებიების გამოლოცვა, ბუხარში რწყავის ფოთოლში გამომცხვარი ჭადის გემო და მარანში ღვინის გადაღებისას უცნაურად მხიარულ განწყობაზე დადგომა..

ბავშვების დასვენების გეგმები და ყველა დროების სოფლის მადლი.


close დახურვა