logo
ENG



ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის გამო უკრაინა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას იწვევს

08 ივლ 202419:55
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/08/3aayyy59ma5xfck.png

კიევში ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის გამო უკრაინა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას იწვევს. ეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა.

"რუსეთს მის ტერორიზმზე პასუხისმგებლობა უნდა დავაკისროთ, ხოლო პუტინს თავდასხმების ბრძანების გაცემისთვის. ყოველთვის, მასთან მშვიდობის განხილვის მცდელობისას, რუსეთი სახლებსა და საავადმყოფოებზე დარტყმებით პასუხობს"- აცხადებს ზელენსკი.

დღეს რუსეთის თავდასხმების შედეგად უკრაინის ქალაქებში 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 125 კი დაშავდა.

მათ შორის, რუსეთის სარაკეტო თავდასხმის ობიექტი გახდა ბავშვთა საავადმყოფო იევში. 


close დახურვა