logo
ENG



ბათუმელების ინფორმაციით, ირაკლი დგებუაძე ბათუმის პოლიციის უფროსი აღარ არის

03 სექ 202520:49
3 წუთის საკითხავი
 
2025/09/03/2d2fr50dvxorhth.png

ირაკლი დგებუაძე, რომელიც მზია ამაღლობელის საქმეში დაზარაკებულად არის ცნობილი, ბათუმის პოლიციის უფროსის თანამდებობაზე აღარ მუშაობს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დგებუაძე თბილისში გადაიყვანეს და პოლიციის ატაშეების ხელმძღვანელად დანიშნეს. ამ დროისთვის ბათუმის პოლიციის უფროსის მოვალეობას გოჩა ვანაძე ასრულებს, რომელიც დგებუაძის მოადგილე იყო და იმავე საქმეში ცრუ მოწმედ ფიგურირებდა.

საკადრო ცვლილებაზე ოფიციალური კომენტარი შსს-ს პრესცენტრს ამ დრომდე არ გაუკეთებია.


close დახურვა