logo
ENG



ბათუმის მედალფა: ერთი ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა

01 მაი 202010:17
3 წუთის საკითხავი
 

დღეს გაირკვევა აქვთ თუ არა კორონავირუსი , ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ 11 პაციენტს.  მათ შორის სამს ტესტი განმეორებით უტარდება.

ბათუმში კლინიკა „მედალფაში“ კი  კოვიდ 19 ის 28 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

კლინიკა „მედალფას“ გენერალური დირექტორის ლევან ანთაძის განცხადებით, კლინიკიდან უახლოეს დღეებში რამდენიმე პაციენტი გაეწერება.

„დარჩენილია 28 პაციენტი. 1 შედარებით მძიმეა. დანარჩენში, რამდენიმეს აღენიშნება სხვადასხვა სიმძიმის პნევმონია - დაახლოებით 15 პაციენტს აქვს პნევმონია. რამდენიმე პაციენტი გყვავს, რომელსაც სიმპტომატიკა ნაკლებად აქვს გამოხატული, ან საერთოდ უსიმპტომოა. ამ დღეებშ რამდენიმე გაწერა კიდევ იქნება“, - განაცხადა ანთაძემ.

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის თქმით კი, ინფიცირებულების 80% პნევმონია აღენიშნება.

„ამ დროისთვის 19 ინფიცირებული პაციენტი გვიწევს, ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რამდენიმე პაციენტი მზადდება გასაწერად. 70-80% ყველა პნევმონიითაა“, - განაცხადა ნადირაძემ.

შეგახსენებთ, კორონავირუსით საქართველოში დაინფიცირდა 566 პირი. ვირუსისგან  184 პაციენტი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება გარდაცვლილებს, ვირუსს უკვე 6  ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა. 

close დახურვა