კოვიდით 32 წლის ქალი გარდაიცვალა.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ გარდაცვალება გამოიწვია დაგვიანებულმა მკურნალობამ. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი გია კიკაბიძე ამბობს, რომ პაციენტს თანმდევი დაავადებები არ ჰქონდა და შეყვანისთანავე იყო მძიმედ, რადგან ფილტვების 80% ჰქონდა დაზიანებული.