პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ბათუმსა და ქობულეთში სწავლა პირველ ოქტომბრამდე დისტანციურად გაიმართება.
მისი თქმით, ასევე პირველ ოქტომბრამდე დისტანციურად ისწავლიან სტუდენტებიც.
"ორი კვირით, პირველ ოქტომბრამდე ბათუმსა და ქობულეთში კლასში სასწავლო პროცესი გადაიდება. იქნება დისტანციურად, რაც ნიშნავს იმას, რომ ბავშვები კლასებში და სტუდენტები აუდიტორიებში სწავლას გააგრძელებენ 1-ლი ოქტომბრიდან, მანამდე სწავლას დისტანციურად დაიწყებენ", - თქვა პრემიერმა.
