logo
ENG



ბათუმში, სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული არასრულწლოვანი სიმაღლიდან გადმოვარდა და დაიღუპა

12 ივლ 202411:10
3 წუთის საკითხავი
 
ბათუმში, სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული არასრულწლოვანი სიმაღლიდან გადმოვარდა და დაიღუპა

ბათუმში, სამშენებლო ობიქეტზე დასაქმებული არასრულწლოვანი, სიმაღლიდან გადმოვარდა და დაიღუპა. ინფორმაცია ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

არასრულწლოვანი ადგილზევე გარდაიცვალა. 

როგორც შსს-ში ამბობენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო - ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს


close დახურვა