ბათუმში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა. ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა შეეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.