![2024/01/25/3zgojqydnkxsey4.jpg](/uploads_script3/articles/2024/01/25/3zgojqydnkxsey4.jpg)
ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა.
აჭარა თაიმსის ცნობით, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
როგორც ფორმულას შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.