ბათუმში შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია არასრულწლოვანი.
"გავიგეთ ჩვენც, რომ არასრულწლოვნების ჩხუბი ყოფილა და ბავშვი დაიჭრაო. მეტი არაფერი ვიცი", - აცხადებს ადგილობრივი.
შსს დაჭრის ფაქტს არ ადასტურებს.
უწყების წარმომადგენლის თქმით, მომხდარზე გამოძიება ძალადობის მუხლითაა დაწყებული.
"გამოძიება დაწყებული გვაქვს ძალადობის მუხლით, დანარჩენ დეტალებთან დაკავშირებით პრესსამსახური გააკეთებს შესაბამის განცხადებას", - განაცხადა სამართალდამცავმა.
დამატებით დეტალებს ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არკვევს.