logo
ENG



ბათუმში ენმ-ის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი დააკავეს

21 სექ 202018:25
3 წუთის საკითხავი
clock 311
5gh4jd9j33ul8no.jpg

ბათუმში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ექიმის ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, დავით გეგიაძე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, გეგიაძეს კლინიკაში თავისი მეგობრის ნახვა უნდოდა, რასაც ექიმთან შელაპარაკება მოჰყვა.

ინფორმაცია "ფორმულას" პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს. მათი თქმით, ისინი მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობენ.

როგორც "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

 


close დახურვა