დღეს ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-13 კონფერენცია ჩატარდება. კონცერენციაზე საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ პროგრესსა და გაწევრიანების პერსპექტივებზე, ჰიბრიდულ საფრთხებსა და საქართველოს სტრატეგიულ მზადყოფნაზე ისაუბრებენ. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახსნის.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარეც. ღონისძიებას მაღალი რანგის ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან.