logo
ENG



ბათუმში კორონავირუსით 22 წლის ქალი გარდაიცვალა

06 იან 202115:34
3 წუთის საკითხავი
 

ბათუმში, საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკაში, დღეს 6 იანვარს, 22 წლის ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ფორმულას კლინიკაში განუცხადეს. 

კლინიკაში ამბობენ, რომ პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში 12 დეკემბერს შეიყვანეს და იმ დროისთვის მისი მდგომარეობა უკვე მძიმე იყო. 

"პაციენტი 12 დეკემბერს შემოიყვანეს, მას ჰქონდა ორმხრივი პნევმონია. რამდენიმე დღეში აუცილებელი გახდა პაციენტის მართვით სუნთქვაზე გადაყვანა", - აცხადებენ კლინიკაში. 


close დახურვა