![ludwfwikzmdvjcp.jpg](/uploads_script3/news/ludwfwikzmdvjcp.jpg)
ბათუმის ბულვარში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ორი ახალგაზრდა კაცი დაჭრეს.
როგორც „ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
პოლიციამ ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავა.