ბათუმში სასურსათე მაღაზია არასრულწლოვნებმა გაქურდეს. ბათუმელების ინფორმაციით, მათ სოსისი და ყავა მოიპარეს.
პოლიციამ არასრუწლოვნები ამხილა. როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.
არასრულწლოვანთა კოდექსის შესაბამისად, არასრულწლოვნები იზოლატორში არ გადაუყვანიათ.