როგორი იქნება საქართველოს როლი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების სტრატეგიაში? - აღნიშნულ საკითხზე დღეს ბათუმში იმსჯელეს, სადაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენცია“ გაიხსნა.
კონფერენციის მუშაობაში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის უწყებების, ასევე, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები მონაწილეობენ.