ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე სილამაზის სალონი გაქურდეს. გავრცელებული ინფორმაციით, სალონიდან წაღებულია თანხა.
ინფორმაცია „ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.