ბათუმში ხანძარს ერთი პირი ემსხვერპლა - ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა.
ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია 5 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.
საცხოვრებელ სახლში ხუთი ოჯახი ცხოვრობდა. საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაცია, მეხანძრე-მაშველებმა უვნებლად სამი მოქალაქე ამოიყვანეს .