ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამაშველო სამსახურები. ამ წუთებში შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
თვითმხილველების თქმით, არ იციან ზუსტად რა მოხდა, თუმცა აფეთქების ხმა გაიგეს, რის შემდეგაც შენობის ნაწილი ჩამოინგრა.
ამ დროისთვის უცნობია, არის თუ არა მსხვერპლი.