logo
ENG



ბათუ ქუთელია: ჩვენ აღვიქმებით ქვეყანად, რომელიც დაადგა პუტინის ანუ ავტორიტარიზმის გზას

04 დეკ 201922:59
3 წუთის საკითხავი
 
89m871thcjb3st0.jpg

„ჩვენ აღვიქმებით ქვეყანად, რომელიც დაადგა პუტინის ანუ ავტორიტარიზმის გზას,“ - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ აკეთებს.

მისი განცხადებით, ხელწერა და მეთოდოლოგია, რომლითაც ხელისუფლების უზურპაცია ხდება ერთი ერთში ემთხვევა იმას თუ როგორ მოახდინა პუტინმა ხელისუფლების უზურპაცია.

„ეს კონსტიტუციური რეფორმა პირველი სიმპტომი იყო რომ ივანიშვილი უკვე ამ გზაზე აპირებდა გადახვევას და საერთოდ არ აინტერესებდა სხვა აქტორებთან სახელმწიფოს მშენებლობაში რაიმე სახის კონსულტაციას და მეორე - როგორ აღვიქმებით ჩვენ დანარჩენ საერთაშორისო სისტემაში. ჩვენ აღვიქმებით ქვეყანად, რომელიც დაადგა პუტინის ანუ ავტორიტარიზმის გზას. ხელწერა დაა მეთოდოლოგია, რომლითაც ხელისუფლების უზურპაცია ხდება ერთი ერთში ემთხვევა იმას თუ როგორ მოახდინა პუტინმა ხელისუფლების უზურპაცია,“ - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.


close დახურვა