logo
ENG



ბათუ ქუთელია: ხელისუფლების მოვალეობაა კოფის იდეაზე სიღრმისეულად იმუშაოს

25 ოქტ 201919:51
3 წუთის საკითხავი
 
irgkllxaejrny30.jpg

ჰერიტიჯის ფონდის მკვლევარი ლუკ კოფი ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს, რომ სირიიდან გამოსული ამერიკის ჯარები სასურველია საქართველოში განთავსდეს. 

„სირიიდან გასული ამერიკის შეერთებული შტატების ჯარი შესაძლოა, გაიგზავნოს საქართველოში და გახდეს ძალა, რომელიც სწრაფად მოახდენს რეაგირებას იმ შემთხვევაში, თუ აისის-ი აღდგება. ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია გამოიყენოს ახალქალაქში მდებარე ძველი რუსული ბაზა, რომელიც სულ რაღაც 740 კილომეტრით არის დაშორებული რაქადან. საქართველო ახლა უფრო მეტად საიმედოა, ვიდრე ერაყი,“- წერს კოფი.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს ინიციატივა შეიძლება განხორციელდეს, როგორც ნატო-თან თანამშრომლობის ფარგლებში, ასევე საქართველოს ხმარდამჭერი აქტის საფუძველზე. ეს აქტი უკვე მიიღო კონგრესის ქვედა პალატამ და განხილვები უკვე კონგრესში იწყება. საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია ამ იდეას გამართლებულად მიიჩნევს. 

„ეს არის ძალიან კარგი იდეა და ძალიან კარგი იყო ამის დროულად გაჟღერება. მე ვფიქრობ, ხელისუფლების მოვალეობაა ამ იდეაზე უფრო სიღრმისეულად და ფუნდამენტურად მუშაობაა. ამ ფორმულაში დევს როგორც ამერიკის, ასევე ჩვენი სტრატეგიული ინტერესები. საერთაშრისო ურთიერთობაში ასეთი იდეით ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები. რაც შეეხება დროულობას, ახლა იხსნება ფანჯრები, რომ დროულად გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა,“ - განაცხადა ქუთელიამ. 

ლიუქ ქოფი ვეტერანი სამხედროა. ის ამერიკის არმიის ყოფილი კაპიტანია და იტალიაში მსახურობდა, მონაწილეობა აქვს მიღებული 2015 წელს ერაყის სამხედრო კამპანიაში. ლიუქ ქოფი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების სპეციალური მრჩეველიც იყო.

 


close დახურვა