logo
ENG



ბაიდენი: დიდი შანსია, რომ რუსეთი უკრაინაში მომავალ თვეში შეიჭრება

28 იან 202210:39
3 წუთის საკითხავი
 
ბაიდენი: დიდი შანსია, რომ რუსეთი უკრაინაში მომავალ თვეში შეიჭრება

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის თქმით, დიდი შანსია, რომ რუსეთი უკრაინაში მომავალ თვეში შეიჭრება.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერი ემილი ჰორნი აცხადებს, რომ ბაიდენმა ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო დიალოგში ისაუბრა.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ დიდი შანსია, რომ რუსები უკრაინაში თებერვალში შეიჭრებიან. მან [ბაიდენმა] ეს საჯაროდ განაცხადა და ჩვენ ამის შესახებ რამდენიმე თვეა ვსაუბრობთ“

აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საუბარი ხანგრძლივი იყო.

თეთრი სახლის ინფორმაციით პრეზიდენტებს შორის დიალოგში ბაიდენმა აშშ-ის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა ხელახლა დაადასტურა.

„საუბრისას ბაიდენმა ხელახლა დაუდასტურა უკრაინას აშშ-ის მზადყოფნა მის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად საპასუხო ნაბიჯებზე თუ რუსეთი კიდევ შეიჭრება უკრაინაში“ - წერია თეთრი სახლის განცხადებაში.

ზელენსკიმ კი თქვა, რომ მათ დეესკალაციისთვის საჭირო დიპლომატიურ ძალისხმევაზე ისაუბრეს და მომავალში ერთიან ქმედებებზე შეთანხმდნენ.


close დახურვა