logo
ENG



ბაიდენი: უკრაინის ეკონომიკური, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების მხარდაჭერა გაგრძელდება

26 თებ 202203:07
3 წუთის საკითხავი
 
ბაიდენი: უკრაინის ეკონომიკური, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების მხარდაჭერა გაგრძელდება

25 თებერვალს NATO-ს გადაუდებელი შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრა ონლაინ ჩატარდა და მას  ალიანსის ყველა წევრი ქვეყანა, ასევე ფინეთი, შვედეთი და ევროკავშირის წარმომადგენლობა დაესწრო. 

სამიტი აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა შეაჯამა: 

"დღეს NATO-ს მოკავშირე ქვეყნების ლიდერებს შევხვდი, რათა განგვეხილა კოლექტიური თავდაცვისა და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების ერთობლივი ვალდებულება. მაშინ, როცა პრეზიდენტი პუტინი საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების ფუნდამენტს საფრთხდეს უქმნის, NATO კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მხარს უჭერს თავისუფლებას და დემოკრატიას. 

როგორც გუშინ ვთქვი, შეერთებული შტატები დაიცავს NATO-ს ტერიტორიის თითოეულ გოჯს. ჩვენი ერთგულება მეხუთე მუხლის მიმართ რკინასავით მტკიცეა. 

მე გავეცი ევროპაში დამატებითი ძალების განლაგების ბრძანება NATO-ს მოკავშირეების მხარდაჭერის მიზნით. 

მივესალმები NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალების ამოქმედების გადაწყვეტილებას, რათა გაძლიერდეს ჩვენი კოლექტიური პოზიციონირება, ისევე, როგორც მოკავშირეების ვალდებულებებს, განალაგონ დამატებითი სახმელეთო და საჰაერო ძალები აღმოსავლეთ ფლანგზე და საზღვაო ძალების განლაგებას ჩრდილოეთიდან ხმელთაშუაზღვამდე.  

დღეს ჩვენ შემოგვიერთდნენ ჩვენი ახლო პარტნიორები: შვედეთი, ფინეთი და ევროკავშირი. 

პრეზიდენტ პუტინს ჩაეშალა დასავლეთის დაყოფის გეგმა. NATO ისეთივე ერთიანი და მტკიცეა, როგორც ყოველთვის. და ნატო შეინარჩუნებს ღია კარის პოლიტიკას იმ ევროპული სახელმწიფოებისთვის, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს, რომლებმაც შეიძლება ერთ დღესაც მოინდომონ ჩვენი ალიანსის წევრობა. 

ამ კრიზისის გადასახალად ჩვენ პირობა დავდეთ, რომ ვიმუშავებთ კიდევ უფრო ახლოს და ერთად თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად, რომელიც ჩვენს ალიანსს აზრით და ძალით ავსებს. 

NATO-ს სამიტის დასრულებისთანავე ვესაუბრე უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის. მე შევაქე უკრაინელი ხალხის მამაცი ქმედებები, რომლებიც იბრძოდნენ თავიანთი ქვეყნისთვის. ასევე, მე აღვუთქვი, რომ ეკონომიკური, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების მხარდაჭერა აშშ-ის მხრიდან, ისევე, როგორც განგრძობადი ძალისხმევა სხვა ქვეყნების გაერთიანებისთვის, გაწიონ მსგავსი დახმარება". 


close დახურვა