აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. თეთრ სახლს ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია და ინფორმაცია არ დაუდასტურებია, თუმცა სოციალურ ქსელში მისი ჩასვლის ვიდეოები და ფოტოები ვრცელდება.
#BREAKING
JOE BIDEN IS IN KIEV pic.twitter.com/EAsQ4kQo1k
ომის დაწყების შემდეგ, ეს უკრაინაში ბაიდენის პირველი ვიზიტია.
დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს პოლონეთში ჰქონდა ვიზიტი დაგეგმილი.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ ის და ჯო ბაიდენი პოლონეთში აშშ-ის ჯარების რაოდენობის შესაძლო გაზრდას და მათი პოლონეთში პერმანენტულად ყოფნის თემას განიხილავენ.