აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანთან შეხვედრის გამო შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს აკრიტიკებს. ბაიდენის თქმით, უნგრეთის პრემიერი "დიქტატურას ეძებს".
"იცით, ვის შეხვდა ის მარ-ა-ლაგოში? უნგრელ ორბანს, რომელიც ცალსახად აცხადებს, რომ არ ფიქრობს, რომ დემოკრატია მუშაობს და ეძებს დიქტატურას. მე ვხედავ მომავალს, სადაც ჩვენ ვიცავთ დემოკრატიას და არ ვამცირებთ მას", - განაცხადა ბაიდენმა.
დონალდ ტრამპა კი უნგრეთის პრემიერმინისტრს "დიდებული და ფანტასტიკური ლიდერი" უწოდა.
ორბანი და ტრამპი ერთმანეთს 8 მარტს, ფლორიდის ქალაქ მარ-ა-ლაგოში შეხვდნენ. აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა ორბანს საკუთარ სახლში უმასპინძლა.