logo
ENG



ბაიდენი პუტინს: არც კი იფიქრო NATO-ს ტერიტორიის გადმოკვეთაზე, 1 ინჩითაც კი

26 მარ 202222:17
3 წუთის საკითხავი
 
Evelyn Hockstein / REUTERS

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას პუტინი  NATO-ს ტერიტორიაზე შესვლის შესახებ გააფრთხილა.

„არც კი იფიქრო NATO-ს ტერიტორიის  გადმოკვეთაზე, 1 ინჩითაც კი - თქვა ბაიდენმა

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ NATO-ს ქარტიით გათვალისწინებული ვალდებულებების ერთგულია და კოლექტიურ უსაფრთხოებას დაიცავს.

აღსანიშნავია, რომ ბაიდენმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის შესახებ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ამერიკული ჯარები ევროპაში NATO-ს ტერიტორიას იცავენ.

„ამერიკული ძალები არ არიან ევროპაში იმისთვის, რომ რუსულ ძალებთან კონფლიქტში ჩაერთონ. ამერიკული ძალები აქ იმისთვის არიან NATO-ს მოკავშირეები დაიცვან“ - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

close დახურვა