თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსეთის მიერ დევნილ კიდევ ერთ მოქალაქეს ალექსანდრე ბანძიუკოვს საექსტრადაციო პატიმრობა კიდევ სამი თვით გაუხანგრძლივა. მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადებას თავად ბრალდებული ვერ დაესწრო, რადგან პროცესზე ბანძიუკოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.
ალექსანდრე ბანძიუკოვის ოჯახი შველას ითხოვს და დარწმუნებულია, რომ ექსტრადირების შემთხვევაში მას სიკვდილით დასჯა ემუქრება. პირი, რომელიც სასჯელს საქართველოში იხდის, ყოფილი მაღალჩინოსანი და რუსეთის სპეცსამსახურების დევნის ობიექტია. ბანძიუკოვი საქართველოს ხელისუფლებას "პუტინის რეჟიმისგან" დაცვას სთხოვდა, თუმცა ციხეში აღმოჩნდა.