საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ დაგმო გასულ ღამეს კიევზე განხორციელებული მასირებული დარტყმები და აღნიშნა, რომ კიევ-პეჩერის ლავრაზე მიტანილი იერიში რუსეთის მთელ სისასტიკეს ავლენს.
"ვლადიმირ პუტინის რუსეთმა საკუთარი სასტიკი ბუნების მთელი მასშტაბი აჩვენა.
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესულ მიძინების ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარზე მიყენებული უმძიმესი ზიანი - ჩვენთვის, ფრანგებისთვის, ნოტრ-დამის ან სენ-დენის დაბომბვის ტოლფასია, რაც, რა თქმა უნდა, სრულიად მიუღებელია", - თქვა ბარომ.
