logo
ENG



ბასილაია სააკაშვილზე: შიმშილობა რთულ ფაზაში შედის, გადაადგილების პრობლემა აქვს

12 ოქტ 202114:24
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. უფლებადამცველებმა ის ციხეში მოინახულეს, გამოსვლის შემდეგ კი თქვეს, რომ სააკაშვილს გადაადგილებასა და მეტყველებასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, ასევე დაუსივდა ფეხებიც. 

ბასილაიას თქმით, მიუხედავად ყველაფრისა ექსპრეზიდენტი თავს მხნედ გრძნობს.

"ყველას უნდა გვესმოდეს, რომ უკვე შიმშილობა შედის საკმაოდ რთულ ფაზაში და ამის შედეგებს უკვე თვალნათლივ ვხედავთ. გადაადგილებასთან დაკავშირებით არის პრობლემები, ასევე მისი განცხადებით ფეხები დაუსივდა მიშას, მისი საუბრის მოტორიკა, მისი მოძრაობა გადაადგილება მკაფიოს და ნათელს ხდის, რომ შიმშილობის ნეგატიური შედეგები სახეზეა. ამის მიუხედავად მიშა მხნედაა, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ შიმშილობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას უფრო მეტად გამოიწვევს და უფრო დაამძიმებს", - თქვა ბასილაიამ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. ის მე-12 დღეა ციხეში შიმშილობს.  


close დახურვა