logo
ENG



ბატუტის დაზიანების გამო დაღუპული ბავშვის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

15 მარ 202316:11
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/15/6gqz3yvoh9lo0ql.jpg
ფორმულა

ბათუმში ბატუტის დაზიანების შედეგად დაღუპული ბავშვის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო სხდომა დღეს, 15 მარტს გაიმართა.

12 მარტს ბათუმში, არდაგანის ტბასთან ბატუტი ძლიერმა ქარმა გაიტაცა და დააზიანა. შემთხვევის შედეგად დაშავდა 2 ბავშვი. ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. დაშავებული მეორე ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, ის სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს.

შსს-მ მომხდარზე ერთი ადამიანი დააკავა. უწყების ცნობით, ბრალდებული პასუხისმგებელი იყო ბულვარში განთავსებული ბატუტის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციის წესების დაცვაზე, თუმცა მან დაკისრებული ვალდებულებების შესრულება ვერ უზრუნველყო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.


close დახურვა