ბაღდათის მუნიციპალიტეტში დაკავებულია პირი, რომელიც თავს სამართალდამცველს დაესხა. გამოძახებაზე მისული პოლიციელი რამდენიმე დღის წინ დაჭრეს.
შემთხვევის შედეგად დაშავებულ სამართალდამცველს პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია და ის ამჟამად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას განაგრძობს.
ადგილობრივების თქმით, დაკავებული ინციდენტის დროს მეზობლებს ცეცხლსასროლი იარაღით ემუქრებოდა. პოლიციელმა შეიარაღებული კაცისთვის იარაღის წართმევა მოახერხა, თუმცა ამ დროს მას ბრალდებულმა ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა.
დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.