logo
ENG



ბაჩალიაშვილის საქმეში, სავარაუდოდ, გამოძიების ფედერალური ბიურო ჩაერთვება

05 აგვ 202020:04
3 წუთის საკითხავი
 

 

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში, სავარაუდოდ, გამოძიების ფედერალური ბიურო ჩაერთვება. შინაგან საქმეთა სამინისტროში ოჯახს დაუდასტურეს, რომ ქართული სამართალდამცავი უწყებებიდან მოთხოვნა ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე გაგზავნილია.

თუმცა, დღეს აღმოჩნდა, რომ საქმეში ფიგურირებს ბაჩანა ლობჟანიძის ჩვენებები, რომელიც აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო. ამ ადამიანის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა გარდაცვალების დღეს შეიტყო. თამარის დედა, თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ ბაჩანა ლობჟანიძე მას დაუკავშირდა და მოსთხოვა, რომ საქმის გამოძიებაში ფედერალური ბიურო არ ჩაერთო.

ბაჩანა ლობჟანიძე  ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს სწორედ კომპიუტერის ექსპერტიზის დღეს შეხვდა და შესთავაზა, რომ ბაჩალიაშვილის კუთვნილი კომპიუტერის სკანირებას თავადაც დასწრებოდა. ლობჟანიძე აცხადებს, რომ ის 7-ჯერ  უკვე გამოიკითხა საგამოძიებო უწყებაში. 

ბაჩანა ლობჟანიძესთან  დაკავშირებით ეჭვები აქვს გარდაცვლილის ოჯახს. მიხეილ რამიშვილის თქმით, ლობჟანიძე მას თამარის მეგობრად გააცნეს და ამიტომაც უფლება მისცა დასწრებოდა ექსპერტიზას.

ბაჩანა ლობჟანიძე ასევე ამტკიცებს ,რომ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება მის სამსახურს უკავშირდება. ლობჟანიძის თქმით, კომპანია "ზეგ" მალავს რეალურ საქმიანობას. ბრალდებები გაუგებარია კომპანიის წარმომადგენლებისთვის.

 


close დახურვა