logo
ENG



ბაჩანა შენგელიამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

06 ივლ 202012:49
3 წუთის საკითხავი
 

ბაჩანა შენგელიამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეტანა.

იგი იმ ნორმის არაკონსტიტუციორად ცნობას ითხოვს, რომლითაც იუსტიციის სამინისტრომ მის მიმართ დისციპლინური დევნა დაიწყო, მიზეზად კი პოლიტიკურად მოტივირებული Facebook პოსტი დაასახელა.  სარჩელი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად მომზადდა.

„შევიტანეთ საკონსტიტუციო სარჩელი იმ ნორმის არაკონსტიტუციურობის თაობაზე, რომლითაც ჩემ წინააღმდეგ დაიწყო დისციპლინალური წარმოება ფეისბუკ პოსტების გამო, სადაც გენერალურმა ინსპექციამ ჩათვალა, რომ მე მაქვს პოლიტიკურად მიკერძოებული ფეისბუკ პოსტები“,-აცხადებს ბაჩანა შენგელია.

შეგახსენებთ, რომ ბაჩანა შენგელიას ნოტარიუსის საქმიანობა 18 ივნისს შეუჩერდა - ხოლო 29 ივნისს ცნობილი გახდა, რომ Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტების გამო, მის წინააღმდეგ კიდევ ერთი დისციპლინური სამართალწარმოება დაიწყო.

შენგელია სანოტარო საქმიანობის უფლების შეზღუდვას პოლიტიკური ზეწოლის გაგრძელებად მიიჩნევს. 2018 წელს ბაჩანა შენგელიას დედა, ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით გარდაიცვალა. მისი ჯანმრთელობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც სკოლაში, სადაც ის დირექტორის თანამდებობას იკავებდა, შესამოწმებლად განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფი შევიდა და უწყების განცხადებით, მძიმე დარღვევები გამოავლინა. გარდაცვლილის ოჯახი ამბობს, რომ კერზაიამ სკოლაში მიმდინარე პროცესებზე ინერვიულა, ინსპექტირება კი, თავის მხრივ, მასზე წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირდებოდა.


close დახურვა